საქართველოს პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
მას ჯილდო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა კონცერტის დასრულების შემდეგ გადასცა.
ქართველი მომღერალი ღირსების ორდენით საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა.
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნითმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.