საკონსტიტუციო სასამართლო ფარული მიყურადება-თვალთვალის არსებულ რეგულაციებზე მსჯელობს.
ადმიანის უფლებების სწავლების ცენტრის იურისტების აზრით, ნორმები საგამოძიებო უწყებებს პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევის საშუალებას აძლევს - მოსარჩელე პრობლემას მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ხედავს.
ისინი მიიჩნევენ, რომ კონტრდაზვევრვითი საქმიანობის შესახებ მარეგულირებელ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს.
დავის საგანს ასევე წარმოადგენს ორ პირს შორის კომუნიკაცია, რომელის გამოყენებისთვისაც სამართალდამცველებს საუბრის მხოლოდ ერთი მონაწილის წერილობითი თანხმობა სჭირდებათ.
საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს. სხდომაზე დღეს სპეციალისტებს მოუსმენენ და სასამართლოს წინაშე ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც წარსდგებიან.