06 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს 

სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს. განცხადება სემეკის წევრმა  გოჩა შონიამ დღეს გამართული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

მისი თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით სემეკში მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს, ხდება მონაცემების დამუშავება და გადაწყვეტილება ორშაბათის სხდომაზე გახდება ცნობილი.  

„სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მუშაობს დეპარტამენტი, მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ვალუტის კურსის, კიდევ ერთხელ გადიან დეტალურად შესყიდვის კომპონენტს, განაწილების ტარიფებს და უფრო დეტალური ინფორმაციაც ცნობილი იქნება ორშაბათს კომისიის სხდომაზე. წინასწარ არ მინდა ვარაუდები გავაკეთო იმიტომ, რომ ახლაც ვმუშაობთ ამ საკითხებზე. არის გარკვეული ტრენდი, მაგრამ ჯერ არ გვინდა ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ დეპარტამენტი კიდევ მუშაობს ამ საკითხებზე,“-განაცხადა გოჩა შონიამ.

დღის ამბები