06 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
თუ ნამდვილად დადასტურდა ფაქტი, დასაგმობი საკითხია - სოფო კილაძე ჟურნალისტ გასვიანის ცემაზე საუბრობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ თუ ჟურნალისტის, გიორგი გასვიანი, ცემის ფაქტი დადასტურდა, შსს და თავად კომიტეტი ყველაფერს გააკეთებენ, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს და მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.

ამის შესახებ, სოფო კილაძემ დღეს სხდომაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შს მინისტრს უკვე ესაუბრა.

„თუ ნამდვილად დადასტურდა ის ფაქტი, რაზეც ჟურნალისტი საუბრობს, ნამდვილად დასაგმობი საკითხი არის.  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რათა ასეთი ფაქტები არ განმეორდეს საქართველოში. მე პირადად ვესაუბრე შს მინისტრს, ვიცი მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული მათ მიმართ ვინც დაარღვევს კანონს, მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიციაშიც,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

დღის ამბები