ფოთის პორტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრი საზღვაო ხაზების წარმომადგენლებს შეხვდა.
გიორგი გახარიამ პორტში სტიქიისგან გამოწვეული შედეგების გამოსასწორებლად მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და გაეცნო გადამზიდავი კომპანიების წინაშე არსებულ პრობლემებს.
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები პორტში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაძლოა, ნავსადგურის სრულყოფილი ფუნქციონირება დაგეგმილ ვადაზე ადრე გახდეს შესაძლებელი.