პირველი ლედის, განათლების სამინისტროსა და ორგანიზაცია ანიკას მხარდაჭერით დღეს პირველ საჯარო სკოლაში ღონისძიება, "მეგობრობა შეუზღუდავია" განხორციელდა.
ღონისძიების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება და მათი დამოკიდებულების შეცვლაა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პირველმა ლედიმ, ასევე მსახიობებმა რუსკა და ნინუცა მაყაშვილებმა.
მაკა ჩიჩუამ ბავშვებს ზღაპარი "მეგობრობის კუნძული" წაუკითხა.