06 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს

მიმდინარე სეზონზე შსს-ს საპატრულო პოლიციას უკვე ახალი დანაყოფი დაემატა - მოთხილამურე პატრული.

დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის, ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე განახორციელებს.

ახალი აღჭურვილობა, სეზონის გახსნის წინ, მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შს მინისტრმა პირადად გადასცა.

მოთხილამურე პატრული, სასრიალო ტრასებს ჩამოაშორებს საფრთხის შემქმნელ, ალკოჰოლურ ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფ დამსვენებლებს, გააკონტროლებს მოსწავლე–მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალს, ტრასებზე აკრძალული ტრანსპორტით გადაადგილებასა და უსაფრთხოების ბარიერებსა და მონიშვნას.

დღის ამბები