დაკავებები ფინანსური დარღვევების გამო - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე ადამიანი დააკავა. საქმე სავარაუდოდ, საგადასახადო დავალიანებებს ეხება. რამდენადაც ინფორმაცია ვრცელდება, მათ ბრალი უკვე წაუყენეს.
საუბარია კერძო ბიზნესის წარმომადგენლებზე. ერთი მათგანი აფთიაქის მფლობელი, შუახნის ქალი ჰყავთ დაკავებული და ასევე სწრაფი კვების ობიექტის მფლობელი მამაკაცი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობასთან დაკავებულების ოჯახის წევრები მივიდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ ქონდათ დავალიანება, თუმცა ის გასაჩივრებული ქონდათ და ჯერჯერობით არ ქონდათ პასუხი მიღებული საშემოსავლო სამსახურიდან. მათივე ინფორმაციით, დღეს დილით, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, მოხდა ამ პირების აყვანა.
„იყო დავალიანებები, როლებსაც იხდიდნენ და გასაჩივრებაზე ჰქონდათ შეტანილი ბოლო 2 წელია. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოვიდნენ, დაადეს ხელბორკილები და აიყვანეს,“ - განაცხადა დაკავებულების ახლობელმა იზა გულუამ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე ადამიანის დაკავებას ადასტურებენ.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი