06 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ფარული მიყურადება-თვალთვალი - სარჩელის საჯაროდ განხილვის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გახდება თუ არა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის სარჩელის განხილვა საჯარო. არასამთავრობო ორგანიზაცია ფარული მიყურადება-თვალთვალის არსებულ რეგულაციების გადახედვას ითხოვს.

ორგანიზაციის იურისტების აზრით, კანონის არსებული ვარიანტი საგამოძიებო უწყებებს პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევის საშუალებას აძლევს. 

”სადაო ნორმები არის არაკონსტიტუციური და ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლის შედეგადაც ხდება უხეში ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში თუ მისი თავისუფალი განვითარების უფლებაში, უნდა წარიმართოს და ხორციელდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო კონტროლის გავლით,“ - განაცხადა გურამ იმნაძემ.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა საქმის კონფიდენციალობიდან გამომდინარე, სხდომის დახურვა მოითხოვა, გადაწყვეტილებას ამ საკითხზე პირველი კოლეგია სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

დღის ამბები