06 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
მსოფლიო ვარსკვლავები ქართველი ბავშვების დასახმარებლად - "ნატვრის ხე" საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადება

მსოფლიო ვარსკვლავები ერთ სცენაზე ქართველი ბავშვების დასახმარებლად. ფონდი ნატვრის ხე საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადება. ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, მეგობრებთან ერთად სტუმრებს სრულიად განსხვავებულ საახალწლო კონცერტს პირდება

საქველმოქმედო საახალწლო კონცერტით, ფონდი ნატვრის ხე დიდი შემადგენლობით, ბავშვების გადასარჩენად მაყურებლის წინაშე 28 დეკემბერს წარსდგება.

სცენაზე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრების მოსმენა იქნება შესაძლებელი. 

სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში კორსიკული ჯგუფი სარტენე, იტალიური ჯგუფი ლე დივას, შოტლანდიიდან სპაიდ დი ფაიფერი და სხვა მსოფლიო ვარსკვლავები, ქართველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოვლენ.

ავტორი: თაკო სურგულაძე 

დღის ამბები