06 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
მარეგულირებელი კომისია დენის გაძვირებას არ გამორიცხავს - გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი

სემეკმა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სხდომა ორშაბათს არის ჩანიშნული, სადაც არ არის გამორიცხული, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ენერგომატარებლების ახალი ტარიფი დაადგინოს.

სულ რაღაც 5 დღის წინ ენერგეტიის მინისტრი ტარიფის ცვლილებას გამორიცხავდა, თუმცა დღეს უკვე თავად უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ ლარის დაცემა და შესასყიდი ელექტროენერგიის ფასის გაძვირება შესაძლოა, უკვე აბონენტების ქვითრებშიც აისახოს.

სემეკის წევრებმა დღეს დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი, რისი გათავალისწინებაც მათ ორშაბათის სხდომაზე მოუწევთ, თბოელექტროსადგურებისთვის დღეს დადგენილი ახალი ტარიფებია.

"ახლაც ვმუშაობთ ამ საკითხებზე, არის რაღაც გარკვეული მოლოდინები, მაგრმა ჯერ არ გვინდა ამაზე საუბარი, რადგან, ვალუტის ცვლილება და სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი. დეპარტამენტი კვლავ მუშაობს ამ საკითხზე,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები