06 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
შსს მინისტრი უწყებაში მოსალოდნელ შემცირებებს აანონსებს 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსალოდნელ შემცირებებზე განცხადება დღეს მინისტრმა გააკეთა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში, რესტრუქტურიზაცია სამინისტროშიც დაწყებულია.

„რესტრუქტურიზაცია დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სხვა სამინისტროებში. ჯერჯერობით, წინასწარ ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან თუ ასეთები იქნებიან, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ვერ დაეწევიან იმ განვითარებას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ წელს,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები