სინოდის სხდომის წინ საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებას თეოლოგები ეხმაურებიან. ამ თემასთან დაკავშირები დღეს კურიერთან საკუთარ მოსაზრებაზე ისაუბრა ლევან აბაშიძემ.
მისთვის ორი მღვდლის მწვალებლობაში დადანაშაულება მიუღებელია. ბრალდებებს აბაშიძე უსაფუძვლოს უწოდებს. მართულია თუ არა პროცესები, ამაზე საუბრისგან ლევან აბაშიძე თავს იკავებს.
აქვე თეოლოგი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს კონსერვატულ და რეაქციულ ძალას უწოდებს და მათ არგუმენტებს გაუმართლებლად მიიჩნევს.
"რატომ იყო იერიში ამ ორ მღვდელთან? იმიტომ, რომ ისინი არიან საკმაოდ ახალგაზრდა, განათლებული მღვდლები, ყავთ დიდი მრევლი და საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებენ,“ - აცხადებს აბაშიძე.
თეოლოგი რუსეთის ფაქტორზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამის გადაჭრით თქმა ძნელია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ "რუსეთმა იმდენად გაიფუჭა საქართველოსთან საქმე, რომ ერთადერთი მათი დასაყრდენი შეიძლება იყოს მართლმადიდებელი ეკლესია. გასაკვირი იქნებოდა, რომ რუსები არ იყენებდნენ ამ ფაქტორს, მაგრამ რომელ დაჯგუფებას რა სახით და როგორ, ამას ვერ გეტყვით. მაგრამ, მათი დასაყრდენი იქნება ყველაზე კონსერვატიული და ანტი დასავლური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი ცუდი მოდის დასავლეთიდან, ჩვენ უნდა ტრადიციებს მივხედოთ და ვინ არის აქ ჩვენი დასაყრდენი? - რუსეთი,“ - განმარტავს აბაშიძე.
სასულიერო პირებს შორის 3 კვირის წინ გაჩენილ დაპირისპირებას სავარაუდოდ ხვალ, 46 მღვდელმთავარი და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, სინოდის კრებაზე განიხილავენ.