06 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ზრდა გარდაუვალია, თუ ტარიფი არ გაიზრდება მივიღებთ ჩაბნელებულ საქართველოს - გურამ ჩალაგაშვილი

ექსპერტთა ნაწილი დენის ტარიფის 2 თეთრით გაძვირებას ელოდება. მათი შეფასებით ამის მიზეზი ლარის კურსის არასტაბილურობაა და მიაჩნიათ, რომ მთავრობამ სტრატეგია უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა უმართავი პროცესები დაიწყოს.

“თუ კომპანიებს მაქსიმალურად შევზღუდავთ და მივცემთ ირიბად უფლებას, რომ იყოს ქვეყანაში გრაფიკი, ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ არ იყოს გაზრდილი ტარიფი, მაგრამ იყოს ჩაბნელებული საქართველო და რა თქმა უნდა საბოლოოდ დაინგრეს ენერგო სისტემა. ასე რომ სამწუხაროდ კომპანიას მოუწევს ტარიფის გაზრდა,“-განაცხადა  სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა.

ანალიტიკოსები სამომხმარებლო ტარიფების გარდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზეც არ გამორიცხავენ ფასების მატებას.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ლარის ასეთი გაუფასურება სწორედ ეროვნული ბანკისა და საქარველოს მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

"ნაკლები რაოდენობის დოლარი შემოდის ქვეყანაში ხოლო დოლარზე მოთხოვნა იზრდება და ეკონომიკურმა ნაზარდმა უნდა შეძლოს და მოემსახუროს საგარეო ვალებს. ეკონომიკური ზრდის რაოდენობა არ ყოფნის საგარეო ვალების მომსახურებას, აქედან გამომდინარე იქმნება ქრონიკული დეფიციტი დოლარზე და ეს არის ის, რაც საერთო ჯამში აუფასურებს კურსს,“-განაცხადა აკაკი ცომაიამ.

დღეისათვის ლარის ოფიციალური კურსი 2 ლარი და 78 თეთრია, ის რამდენიმე თეთრით მაღალია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა და კომერციულ ბაკებში.

დღის ამბები