06 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"აუცილებლად გავუშვებ მაგას"-მეუფე იაკობი პატრიარქის დაცვის ხელმძღვანელზე საუბრობს

სასულიერო პირებს შორის არსებული დაპირისპირება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დღეს სინოდი განიხილავს. სინოდის სხდომა საპატრიარქოში ამ წუთებში იწყება.

სასულიერო პირები ერთმანეთს დეკანოზ დავით ისაკაძის საჯარო განცხადებების შემდეგ დაუპირისპირდნენ, სადაც მან მამა ალექსანდრე გალდავა და თეოდორე გიგნაძე ეკლესიის მტრებად გამოაცხადა. სინოდის დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა პატრიარქისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის საკითხზეც იმსჯელონ.

სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ქორეპისკოპოსმა  იაკობმა. კითხვაზე "იქნება თუ არა ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პატრიარქისთვის დაცვის მოხსნა," მეუფე იაკობი ამბობს, რომ არ აპირებს „ვიღაც ოხანაშვილზე" ილაპარაკოს. მისივე თქმით, სოსო ოხანაშვილს აუცილებლად  გაუშვებს.

„დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილზე ვილაპარაკო. აუცილებლად გავუშვებ მაგას,“-განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები