დაპირისპირება საპატრიარქოში - მეუფე პეტრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს "რუხ კარდინალს" უწოდებს.
განცხადება მან საპატრიარქოში მიმდინარე სინოდის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
მეუფე პეტრემ პატრიარქის მდივან-რეფერენტი პრობლემების მთავარ სათავედ დაასახელა.
„მთავარი პრობლემა არსებული საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძლაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შემქნა, ანუ უწესრიგო მდგომარეობა.
"დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის უფლებამოვალეობებს შეასრულებს. აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები აუცილებლად მოგვარდება.
"მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება აუცილებლად არის თავი ყველა პრობლემისა. და ე.წ. რუხი კარდინალის მდგომარეობა არის ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.