06 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
პარლამენტში შვილად აყვანის კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში შვილად აყვანის თაობაზე ახალი კანონპროექტი შევიდა, რომელიც კანონში რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ცვლილებების მიხედვით, შვილის აყვანის მსურველებმა უნდა გაიარონ სპეციალური ტრენინგები.  ასევე უნდა გაიწეროს ასაკობრივი ზღვარი, თუ რა სხვაობა უნდა იყო შვილის აყვანის მსურველისა და ბავშვის ასაკს შორის.

კანონპროექტის მიხედვით, გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ნასამართლევმა პირებმა ვერ უნდა აიყვანონ ბავშვი, მიუხედავად იმისა, მოეხსნებათ თუ არა მათ ნასამართლეობა.

„პრიორიტეტების დეფინიცია მოხდა, შემოვიდა ასაკობრივი ცენზი, ანუ მაქსიმალური სხვაობა გასაშილებელ ბავშვსა და მშილებელს შორის არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს. გარდა ამისა, შემოვიდა სერტიფიცირების მცნება, ანუ შვილად აყვანის მსურველმა უნდა გაიაროს გარკვეული ტრენინგები და მიიღებენ სერთიფიკატბს,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, მირიან წიკლაურმა.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

დღის ამბები