ქართული ორნამენტებიანი ნაქარგები და სამკაულები გამოიფინა დედა სიდონიას საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე. გამოიფენაზე დიზაინერ დათუნა სულიკაშვილთან ერთად შექმნილი სამოსიც წარმოადგინეს.
საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყვნენ დედა სიდონიას კიდევ ერთი პროექტის მონაწილეები - კახაბერი და ხანუმები. შეგროვილი თანხით პალეატიური მზრუნველობის მშენებარე ჰოსპისს დაეხმარებიან. საქველმომედო გამოფენა-გაყიდვა 4 დღეს გაგრძელდება.