06 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბავშვთა საკითხების გაშუქების ეთიკურ ნორმებზე საუბრობს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლების თქმით, ბავშვთა საკითხების გაშუქების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რადგან დღეს ეთიკურ ნორმებს უკეთ იცავენ. მათი განცხადებით, ჟურნალისტები და პროდიუსერები ამ საკითხებს მეტი სიფრთხილით ეკიდებიან.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ ბავშვთა სახეები დაფარული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს, როდესაც ის ძალადობის მსხვერპლია ან მართლმსაჯულების სისტემაში არ ის ჩართული.

„კვლევებმა აჩვენა, რომ გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა იმ მასალების რაოდენობა, სადაც ბავშვები, როგორც რესპოდენტები არინ წარმოჩენილი. ასევე, საერთო ჯამში, გაზრდილია ბავშვთა საკითხების გაშუქების მაჩვენებელი, თუმცა ეს არ არის საკმარისი იქიდან გამომდინარე, რომ მასალების ძალიან დიდი რაოდენობა არის მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია და ნაკლები გვაქვს სიღრმისეული გაშუქება,“  - განაცხადა საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის თავმჯდომარემ, ნატა ძველიშვილმა.

დღის ამბები