06 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
კახა კალაძე აცხადებს, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება

ენერგეტიკის მინისტრი ექპერტებისა და ოპოზიციის შეფასებას ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, "უსაფუძვლოს" უწოდებს და კვლავ აცხადებს, რომ სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება.

„არასერიოზულ განცხადებებს ვისმენთ როგორც ე.წ. ექსპერტების, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ტარიფებთან დაკავშირებით, თითქოს გრაფიკით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება და ტარიფები გაძვირდება. დღევანდელი გადმოსახედიდან, ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება. გუშინ განიხილეს თბოსადგურების ტარიფები, გარკვეული მიმართულებით მოხდება მატება თბოსადგურების ტარიფებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე მიიღებს გაძვირებულ გადასახადებს,“  - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები