06 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის წევრები წინასწარი ინფორმაციით, შიდა პრობლემებზე, მათ შორის პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხზე მსჯელობდნენ.

ერთ-ერთი თემა ასევე დაუდასტურებელი ცნობით, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის საკითხიც იყო.  

„ქალბატონი შორენას საქმიანობაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ რაიმე პრობლემაა ან არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა უმაღლესი იარარქებისგან, ჩვენ აქ არაფერში ჩავერევით.

"დაცვის სამსახურს რაც შეეხება, ეს გახლავთ შიდა სტრუქტურული სამსახური, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ პატრიარქი. ასე რომ, ეს პრობლემა არ არის საჯარო და საზოგადო პრობლემა. ჩათვალეთ, რომ სამსახურში შიგნით რაღაც მოხდა და ამ პრობლემას დაალაგებენ შიგნითვე. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ეს განსახილველი თემაც არ არის,“ - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელმა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

პატრიარქის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი დღეს საპატრიარქოში არ გამოჩენილა. რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს, არსებული ინფორმაციით, ის საპატრიარქოში იმყოფება, თუმცა მას მღვდემლმთავრების პრეტენზიებზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

დღის ამბები