კომპანია თელასის განცხადებით, ავარიულად გამოირთო გადამცემი ხაზები ვერა-1 და ვერა-2. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში შეუწყდა.
ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის და მიმდებარე ქუჩების 20 ათასამდე აბონენტს. ელექტრომომარაგება უახლოეს დროში აღდგება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილი განცხადებით, დაზიანება დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.