06 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
არსებული კანონი კლავს მომავალს!-"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" გამაფრთხილებელი აქცია 

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ აქცია გამართა თბილისის 53-ე საჯარო სკოლასთან. 

ღონისძიება გამაფრთხილებელი ხასიათის იყო და იმ რისკების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ემსახურებოდა, რომლებიც ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

„ბავშვთა ტრამვატიზმი და სიკვდილიანობა გზებზე არის კატასტროფულად გაზრდილი და ის აღემატება საერთო ევროპულ მაჩვენებელს ოთხჯერ და ამის მიზეზები ვართ თითოეული ჩვენთაგანი. თითოეული ადამიანი, ჩვენ არ ვყიდულობთ ბავშვისთვის სპეცსავარძელს, ჩვენ გადაგვყავს შუა გზაზე ბავშვები და არ ვუფრთხილდებით ჩვენს ბავშვებს და მომავალს.

ეს არის გამაფრთხილებელი აქცია იმისთვის, რომ მოხდეს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და მოვუწოდებთ მძღოლებს, რომ იყვნენ სკოლებთან რაც შეიძლება ფრთხილად,“-განაცხადა დავით მესხიშვილმა.  

დღის ამბები