06 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ დენზე სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება - საკითხს "სემეკი" განიხილავს

ენერგეტიკის მინისტრი კვლავ ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაეზრდებათ. თუმცა, ამ საკითხის გადაწყვეტა კახა კალაძის უწყების პრეროგატივა არ არის და ის ორშაბათს სემეკმა უნდა განიხილოს.

ამას გარდა, სემეკი ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფების გადახედვას განაგრძობს.

კალაძე ექპერტებისა და ოპოზიციის ვარაუდებს, სამომხმარებლო ტარიფის მომატებასთან დაკავშრებით, უპასუხისმგებლოს უწოდებს. ამასობაში კი, საქართველოს რამდენიმე თბოელექტროსადგურს ტარიფები გაეზარდა და რის ხარჯზე უნდა შეინარჩუნონ მათ იგივე გადასახადი მომხმარებლებისთვის, უცნობია.

კახა კალაძის გარდა, ტარიფების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა სემეკი-სგან ელოდება.

„ჩვენ არ ვართ ის ორგანო, რომელიც ტარიფს აწესებს, წესით ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. ეს არის ურთულესი, მთელი სისტემა მუშაობს ამაზე. მოთმინება ვიქონიოთ და დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ამ ქვეყანაში ტარიფებს ადგენს სემეკი, შესაბამისად, დაველოდოთ, რამდენიმე დღე დარჩა და გამოჩნდება რა დაემართა ტარიფს,“ - განაცხადა დღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა. 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები