დღეს საპროკურორო საბჭოზე მთავარი განსახილველი თემა სამართალდამცველთა და სასჯელაღსრულების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები იყო.
15 კაციანი საბჭო ომბუდსმენს სამუშაო შეხვედრის ფორმატში პირველად შეხვადა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მსგავსი საკითხების გამოსაძიებლად სასურველია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. დღესვე სახალხო დამცველმა ყურადღება გაჭიანურებული საქმეების გამოძიებაზე გაამახვილა.
პროკურორმა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის შენიშვნები არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გასულ წელთან შედარებით, 50 %-ით შემცირდა.
„ძირითადად საუბარი იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რომლებზეც სახალხო დამცველმა ჩვენ მოგვმართა. თითოეულ საქმეზე, სადაც შესაბამისი რეაგირება იყო მოსახდენი, ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პოზიტიურ ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველის მომართვები არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით წინა წელთან შედარებით, 50%-ით არის შემცირებული, რაც აშკარად, პოზიტიური ტენდენციაა,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.