06 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ჟურნალისტის ცემის ფაქტი - მთავარი პროკურორი დეტალებზე არ საუბრობს

ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით კითხვით საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართა. ჟურნალისტს აინტერესებდა თუ რატომ არ არიან დაკავებული ის პირები, ვისაც ის უშუალოდ ადანაშაულებს.

თუმცა, მთავარი პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

"თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან, გამოძიება საწყის ეტაპზეა, შესაბამისად, თითოეულმა იმ დეტალმა, რომელიც შეიძლება მე გითხრათ, შეიძლება დააზიანოს გამოძიების ინტერესები,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

 

   

დღის ამბები