06 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ჟურნალისტის ცემის ფაქტი - გიორგი გასვიანი დღეს მთავარ პროკურორს შეხვდება

გიორგი გასვიანს გამომძიებლები დღეს საქმის მასალებს გააცნობენ. ჟურნალისტი, რომელიც სამ ადამიანს, მათ შორის პოლიციელს, მის ცემაში ადანაშაულებს, დღესვე მთავარ პროკურორს შეხვდება.

საგამოძიებო უწყებაში გასვიანი ირაკლი შოთაძის ინიციატივით მიდის. გენერალურმა პროკურორმა გასვიანს შეხვედრა გუშინ შესთვაზა და განაცხადა, რომ გამოძიება პირად კონტროლზე ყავს აყვანილი.

19 დეკემბრის ღამეს მომხდარ ინციდენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იძიებდა, შემდეგ კი საქმე სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ ჩაიბარა.

გამოძიება ძალადობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით მიმდინარებს. ამ დრომდე საგამოძიებო უწყებას არცერთი პირი არ დაუკავებია.

დღის ამბები