06 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
დღეს მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე - გოჩა შონია

ელექტრო სადგურები აგრძელებენ გამომუშავებული ენერგიის გაძვირების პროცესს. 4 თბო და რამდენიმე ჰიდრო ელექტრო სადგურის შემდეგ დღეს სემეკი განიხილავს კიდევ 10 ჰიდრო სადგურის განაცხადს გაძვირების შესახებ.

მათ შორის 9 სადგური ენერგო-პრო ჯორჯიას ეკუთვნის და ერთიც ზაჰესია.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია განმარტავს, რომ ტარიფის გადახედვა გეგმიურია და სემეკმა უკვე თითქმის ყველა კომპონენტი უკვე განიხილა.

მისივე თქმით, ბოლო კომპონენტი, რომელიც შედის შესყიდვის ნაწილში, ეს არის ჰიდროელექტროსადგურების ნაწილი.

„კომისია იხილავს ამას წინასწარ, გადის ტარიფების დეპარტამენტთან ერთად თითოეულ ხარჯს, თუმცა არის კომპანიის მხარეც, რომელსაც აქვს თავისი მოსაზრებები კონკრეტულ ხარჯებთან მიმართებაში. შესაბამისად, კომისია შეაჯერებს როგორც დეპარტამენტის, ასევე კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრებებს და აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ეს მიღებული გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება გაანალიზება შესყიდვის კომპონენტის და ასე გამოვა ორშაბათის სხდომაზე,“ - განაცხადა გოჩა შონიამ.

ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილებებით, რამდენიმე სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის ტარიფი სემეკმა უკვე გააძვირა სხვადასხვა შემთხვევაში 2-დან 6 თეთრამდე თანხით. უშუალოდ მოსახლეობისთვის დენის ღირებულება კი, 26 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე გადაწყდება.

დღის ამბები