06 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
დღეს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს აირჩევენ

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს აირჩევენ დღეს საქართველოს სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი, კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და მოძრაობა თბილისელის დამფუძნებელი ირაკლი მეძმარიაშვილი.

"განწყობა არის ოლიმპიური, სიმშვიდე გვაქვს ოლიმპიური და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წინა წლებში წარმატებებზე, იმის შეფასება იქნება დღეს,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლერი ხაბელოვმა.

ასევე  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში არ არის წარმოდგენილი სამთავრობო კანდიდატი.

"ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში პირველი ისეთი არჩევნებია, სადაც არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვთვლი, რომ დელეგატებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე გამარჯვებისთვის მოვედი აქ და განწყობაც ასეთია,“ - აღნიშნა მეძმარიაშვილმა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.

დღის ამბები