დევნილების აქცია იყო დღეს თბილისში, მთავარ პროკურატურასთან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ორმა პირმა, მათ დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესში დახმარების სანაცვლოდ, 15 ათასი დოლარი მოტყუებით გამოსძალა.
საქმეზე ძიება უკვე დაწყებულია, თუმცა დევნილები პროკურატურას საქმის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, რადგან ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ყოფილი პოლიციელია. ისინი თანხის დაბრუნებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.