საკონსტიტუციო სასამართლო რვა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღებაზე მსჯელობს. რელიგიური ორგანიზაციები მოითხოვენ იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებისთვის საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის.
კერძოდ, როგორც მოსარჩელე ამბობს, სადაო ნორმები მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დეღეგეს, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს.
მათივე თქმით, მსგავსი ტიპის გადასახადებისგან სრულად არის გათავისუფლებული მართლმადიდებლური ეკლესია, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება.