06 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან" - "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორი

სემეკმა 9 ჰიდრო ელექტროსადგურს წარმოების ტარიფები შეამცირა. კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფის ზრდა მხოლოდ ერთ ჰიდროელექტროსადგურს შეეხო. კერძოდ, კომისიამ განიხილა კომპანია ენერგო პროს კუთვნილი 9 სადგურის და ზაჰესის განაცხადები. 

სემეკის წარმომადგენლის გოჩა შონიას განმარტებით, ტარიფის შემცირება გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდამ განაპირობა. გოჩა შონიას თქმით, კომპანიის წარმომადგენლებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, თუმცა ელექტროკომპანიებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.  

„ტარიფები ხან შემცირდება ხან გაიზრდება. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის ინვესტიციებს და რა სახის ხარჯებს განახორციელებს კომპანია თავის საქმიანობაში. თუ არ განახორციელებს ინვესტიციებს, თუ ის შეამცირებს ხარჯებს, თავისთავად ტარიფები შემცირდება,“ - განაცხადა გოჩა შონიამ.

ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორისთვის ჯერჯერობით კვლავ უცნობია მოუწევს თუ არა კომპანიას სამომხმარებლო ტარიფის ზრდა.  

მიხეილ ბოცვაძე ამბობს, რომ მოსახლეობას გაზრდილი ტარიფისგან მხოლოდ იაფი ელექტროენერგიის გამომუშავება გადაარჩენს.

„მოქმედი რეგულაციების მიხედვით, არ ხდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული გაძვირებული კრედიტების კომპენსირება ტარიფის მიერ. ჩვენ გაგვიძვირდა რა თქმა უნდა, ვალუტაში მოზიდული კრედიტების მომსახურება, თუმცა ამის კომპენსირება არ ხდება ტარიფით. ამან გამოიწვია პირიქით შემცირება 11-დან 10 სადგურზე და ერთზე მოხდა მხოლოდ ზრდა.

"ის იაფი ენერგია, რაც კიდევ უფრო გაიაფდა, რის გენერირებასაც წარმატებით ახდენს კომპანია და მათ შორის, 10 წლის რეკორდი მოვხსენით დღეს, მეტად მნიშვნელოვანია. მხოლოდ ეს ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს ჩვენს აბონენტებს მკვეთრი ზრდისგან. რადგან შესყიდვაში 40% უჭირავს ჩვენს იაფ გამომუშავებას და ვფიქრობთ, მთავარი წარმატება ეს არის. მთავარია შევინარჩუნოთ მაღალი გამომუშავება და ამით ვეხმარებით აბონენტს, რომ არ გაიზარდოს მკვეთრად ტარიფი. ჩვენი 2 თეთრიანი ელექტროენერგია უპირისპირდება 14-15 თეთრიან იმპორტირებულ ელექტროენერგიას,“-განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

 

დღის ამბები