01 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
აბაშიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში შუახნის მამაკაცი ჩავარდა

აბაშიძის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში შუახნის მამაკაცი ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით ის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა არ არის, თუმცა უცნობია როგორ მოხვდა სამშენებლო ობიექტზე.

მამაკაცი შახტიდან მალევე ამოიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებული უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები