საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სკოლის მოსწავლეებს ჰიჯაბის ტარებას უკრძალავენ.
ბათუმის სკოლის დირექტორმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეს სკოლაში ჩარიცხვის წინაპირობად თავსაბურავის მოხსნა მოსთხოვა.
სოფელ მოხეს სკოლის დირექტორის მოთხოვნას მოსწავლეები აპროტესტებენ. ამ ეტაპზე, სკოლაში გადმოსვლის მოთხოვნის საბუთები სკოლის დირექციამ მიიღო.
განათლების სამინისტროში ამ ფაქტის განხილვისას განათლების კანონს იშველიებენ. უწყებას მოსწავლის ან მშობლის მიმართ ისეთი ვალდებულების დაკისრება, რომელიც მათ რწმენას, აღმსარებლობასა და სინდისს ეწინააღმდეგება, დაუშვებლად მიაჩნია.
სკოლაში განვითარებულ პროცესების შესწავლას არასამთავრობოებიც აპირებენ.
საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი პროცედურების წამოწყებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გეგმავს.
ავტორი: მარიამ ჭოხონელიძე.