01 ოქტომბერი 2024,   11:12
ვრცლად
ავარია ურეკთან - 4 მგზავრი ადგილზე დაიღუპა

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის ურეკის მონაკვეთზე ავტოკატასტროფის შედეგად.

ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.

მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ოთხი მგზავრი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი ფოთის საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

დღის ამბები