06 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმა წარადგინა.

გიორგი შარვაშიძის თქმით, 2017 წლიდან დაინერგება სიახლეები, შეიცვლება სტუდენტური დაფინანსების წესი.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ცვლილებებია შესული და ადმინისტრაციული ხარჯებიც შემცირებულია.

"ახალი პარამეტრები არის ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული. რაც განასხვავებს ამ ბიუჯეტს, პირველია ის, რომ შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები. ეს არის დადებითი ტენდენცია. მეორე, ეს არის სამეცნიერო მუშაობის წახალისება, განსაკუთრებით სტუდენტების ჩართულობა სამეცნიერო პროექტებში,“ - აცხადებს გიორგი შარვაშიძე.

უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ინფრასტრუქტურისთვის მილიონი ლარია გამოყოფილი. 

დღის ამბები