06 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
მესტიაში ზამთრის სეზონი იხსნება, სიახლეებია სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზეც

მესტიაში ზამთრის სეზონი იხსნება. რამდენიმე წუთის წინ საბაგირო ჩაირთო. შესაბამისად, დღეიდან სვანეთი ტურისტების მისაღებად მზად არის. თუმცა, ზამთრის სეზონი ოფიციალურად ერთ საათში გაიხსნება. 

სიახლეებია სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზეც.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამი ახალი საბაგირო ჩაირთო. ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასა თეთნულდზე არის. ამ სამთო-სათხილამურო კურორტზე დღეიდან 4 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასა იმუშავებს.

 

 

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.

დღის ამბები