სვანეთი ტურისტების მისაღებად მზად არის. მესტიაში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სიახლეებია სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზეც.
ამ წუთებში იქ საქართველოში პირველად სლალომში საქართველოს თასის პირველი ეტაპი იმართება, რომელშიც მონაწილეობას 40-ზე მეტი სპორტსმენი იღებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის, განცხადებით, ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში გაიზარდა.
„ჩვენ წელს 2 მნიშვნელოვანი ნიშნული გადავლახეთ - 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და 2 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი საერთაშორისო შემოსავალი ტურიზმიდან. 2017 წელი და, ზოგადად, ზამთრის სეზონი ასევე წარმატებული იქნება,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.