ტრანსპორტისა დ გზების ასოციაციამ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი დედაქალაქში არსებულ ვითარებას ასახავს.
ორგანიზაციამ კვლევა სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრების შემდეგ მხარეებმა საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში დაშავდა 2500 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 70-ზე მეტი. ეს მაჩვენებელი აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა უნდა განხორციელდეს. პირველ რიგში ჩვენი მოწოდებაა, რომ დაინერგოს სკოლებსა და ბაღებში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.