გავრცელებული ცნობით, მცხეთაში პოლიციელი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. პოლიციელს საკუთარი იარაღი გაუვარდა და ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
რუსთავი2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.