06 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
სიბერეც სიხარულია - ღონისძიება მოხუცებულთა თავშესაფრის მცხოვრებლებისთვის

„სიბერეც სიხარულია“, - ახალგაზრდული ორგანიზაცია Speak up Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი დაესწრო.

მაკა ჩიჩუამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა და მოხუცებულებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

„დღეს წინასაახალწლო განწყობა შევუქმენით ჩვენს ბებიებს და ბაბუებს. ძალიან კარგი ინიციატივაა ახალგაზრდების მხრიდან და მადლობა მათ ამ წამოწყებისთვის," -აღნიშნა პირველმა ლედიმ.

ღონისძიებას ცნობილი სახეები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ღონისძიების მონაწილე მოხუცებულთა თავშესაფრების მცხოვრებლები დაესწრნენ.

დღის ამბები