01 ოქტომბერი 2024,   11:19
ვრცლად
ლაპლანდიელმა სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო ყოველწლიური მოგზაურობა დაიწყო

კათოლიკური შობის ღამეს ლაპლანდიელმა სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო ყოველწლიური მოგზაურობა დაიწყო. ტრადიციულად შობის მთავარი პერსონაჟის გადაადგილებას ჩრდილო ამერიკის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურობა აკვირდება.

ნორადის ვებ-გვერდზე სანტა კლაუსის დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე დაკვირვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ნორადი ამ უჩვეულო მარშრუტს 1955 წლიდან ადევნებს თვალს და მსურველებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ეს ტრადიცია სრულიად შემთხვევით წარმოიქმნა, როდესაც ერთერთმა გაზეთმა, როგორც თავად განმარტავენ, შეცდომით სანტა კლაუსის ტელეფონის ნომერის ნაცვლად საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურობის ნომერი დაბეჭდა.

დღის ამბები