06 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ჩამოვარდნამდე нтв-ს ჟურნალისტმა თვითმფრინავის ფოტო facebook-ზე განათავსა

პირველი ფოტო რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე - ხმის რეჟისორმა, ევგენი ტოლსტოვმა, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, თვითმფრინავის ფოტო სოციალურ ქსელში, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე განათავსა. 

ინფორმაციას და ფოტოსურათს სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს.

მედიასაშუალევა ასევე წერს, რომ ტუ 154 სოჭში საწვავს იმატებდა, კატასტროფა კი სწორედ იქიდან გაფრენის შემდეგ განიცადა.

ბოლო მონაცემებით ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ჟურნალისტები და ანსამბლის წევრები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავს ადლერიდან სირიაში რუსი ჟურნალისტები და მუსიკოსები გადაჰყდა.

 

დღის ამბები