ოქროს პერგამენტის დაჯილდოებაზე წლის ადამიანებისა და კომპანიების ნომინაციებში გამარჯვებულებს 11 ჯილდო გადაეცათ.
ასევე ლაურეატები გამოვლინდნენ წლის პოლიტიკოსის, ბიზნესმენის, ქველმოქმედის, ჟურნალისტისა და სპორტული მენეჯერის ნომინაციებში.
წლის უფლებადამცველად საქართველოს პრეზიდენტი დასახელდა. წლის ტელეპროექტის ჯილდო კი, რუსთავის 2-ის პროეტქს ჩემი ცოლის დაქალებს გადაეცა.
ნომინაციაში, წლის ჟურნალისტი, დაჯილდოვდა ინგა გრიგოლია.
ლაურეატები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ. სულ 2 157 რესპონდენტი გამოიკითხა.