მესტიაში სათხილამურო სეზონი გაიხსნა. თეთნულდზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის მეორე დღე მიდმიანროებს.
შეჯიბრში 40-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. გუშინ კი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მესტიაში თავისუფალი სტილის შოუ გაიმართა, სადაც 10-მდე სპორტსმენმა თოვლზე სრიალის სხვადსხვა ტექნიკა წარმოადგინა, ქალაქის ცენტრში კი ადგილობრივებისა და სტუმრებისთვის ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართა.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიაში მედია ტური გამართა.