06 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
მუსიკოსები, რომლებიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ, ალეპოში კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრეს სახელობის ანსამბლი, რომელის წევრებიც რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდნილი ტუ 154-ის ბორტზე იმყოფებოდნენ, სირიის ქალაქ ალეპოში კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფრომაციო სააგენტო მედუზა ავრცელებს, ამის შესახებ მედუზას ჟურნალისტს ანსამბლის ერთ ერთმა მუსიკოსმა განუცხადა. 

საპირიპიროს ამტკიცებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ ანსამბლი სამხედროებისთვის ერთ-ერთ ავიაბაზაზე  საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავს ადლერიდან სირიაში რუსი ჟურნალისტები და მუსიკოსები გადაჰყდა. ტუ 154 შავ ზღვაში, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარის, აფხაზეთის მონაკვეთთან ახლოს, დღეს დილით ჩამოვარდა. ბორტზე 83 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. 

 

დღის ამბები