06 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
წყნეთის ქუჩაზე დაჭრილ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

წყნეთის ქუჩაზე დაჭრილ მამა გიორგი ცნობილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, მამა გიორგი ამ დროისთვის არ დაუკითხავთ და სასულიერო პირი მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობს.

ამ ეტაპზე მამა გიორგიზე განხორციელებული თავდასხმის მოტივი მედიისთვის უცნობია. დაკავებული არავინაა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

სასულიერო პირის ოჯახის წევრებს მომხდარ ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები