06 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
არის საქართველოს მთავრობის მზაობა, მოხდეს შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა - ჯანელიძე სირიის შესახებ საუბრობს

პრემიერის შემდეგ, სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ კომენტარს საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მთავრობა გაეროს ოფისთან კონსულტაციებს მართავს და დეტალები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

„როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, არის საქართველოს მთავრობის მზაობა, მოხდეს შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. ჩვენ ამ ეტაპზე ვათანხმებთ, თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება გავუწიოთ ეს დახმარება გაეროს მეშვეობით და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები