30 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მიტარბი ტურისტების მისაღებად უკვე მზად არის. სამთო-სათხილამურო კურორტის ოფიციალურ გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მისი განცხადებით, აქ ჩაიდება ძალიან დიდი ინვესტიცია, რაც საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კურორტზე 2 საბაგირო ფუნქციონირებს და ასევე არის 3,5 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა, რომელიც პროფესიონალ სპორტსმენებზეა გათვლილი.
„ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, უპრეცედენტო მოდელი, როდესაც ჩვენ ვინაწილებთ 130 მილიონიან ინვესტიციას. ამ ინვესტიციებით, ბორჯომი-ბაკურიანისა და კოხტა-მიტარბის ერთიანი კომპლექსი შეიქმნება და იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ამ კურორტში ჩადებული ინსვეტიციების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.