აღსაყდრებიდან 39-ე წლისთავი კათალიკოს-პატრიარქს პრეზიდენტმა მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა მილოცვის ტექსტი საკუთარი facebook-ის გვერდზე გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, თავისუფლებისაკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი თქვენი სულიერი წინამძღოლობით გაევლო. შინაგანი სრულქმნისა თუ ქვეყნის განვითარების გზაზე უზენაესი ფასეულობებისადმი ერთგულების, თანამოძმეთა სიყვარულისა და თავდადებული მსახურების გამო მისაბაძ მაგალითს წარმოადგენთ არა მხოლოდ მრევლის, არამედ ყველა ჩვენი მოქალაქისათვის.
გისურვებთ დღეგრძელობასა და უშრეტ ენერგიას ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ."